المدة الزمنية 23:59

რას ნიშნავს ცვლილებები კინოცენტრში - ინტერვიუ კინოპროდუსერ თეკლა მაჭავარიანთან

1 777 مشاهدة
0
46
تم نشره في 2023/06/15

პროდუსერი, „ნუში ფილმის“ დამფუძნებელი, თეკლა მაჭავარიანი ერთ-ერთია კინოსექტორის იმ წარმომადგენლებს შორის, ვინც თვლის, რომ სახელმწიფო კინოცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვას და კინემატოგრაფების შემოქმედებითი თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავს. კოლეგებთან ერთად ის ითხოვს, კინოცენტრის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით დანიშნული ადამიანის ნაცვლად არჩევნების გზით არჩეული კანდიდატი გახდეს, რომლის ხედვაც და გეგმებიც ცნობილი იქნება სექტორის წარმომადგენლებისთვის „იმაზე ვსაუბრობთ, რაც გვაწუხებს და ამის გაჩერება ძალიან რთულია. ჩვენ ჩვენს მაყურებელზე ვყვებით ისტორიებს არა მარტო დოკუმენტურ კინოში და როცა რეალობაზე ვყვებით, ვაჩვენებთ იმ პრობლემებს რომლის წინაშეც ვდგავართ. ეს თუ შეწყდა, სრულიად გაითიშება კრიტიკული აზროვნება" - უთხრა რადიო თავისუფლებას თეკლა მაჭავარიანმა კინოს სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის 10 ივნისს გახდა ცნობილი, რომ კინოცენტრში რეორგანიზაცია ცხადდებოდა და ამ პროცესს მინისტრის მიერ დანიშნული ფინანსისტი, კობა ხუბუნაია უხელმძღვანელებდა. ხუბუნაია არც ცენტრის თანამშრომლებს და არც სექტორის წარმომადგენლებს ამ დრომდე არ შეხვედრია - უცნობია მისი ხედვაც საზოგადოებისთვის ქართული კინოს მომავალზე

الفئة

عرض المزيد

تعليقات - 4